ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მან ქართველ ხალხს ევროპის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია. „ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და საქართველოს პრეზიდენტო, დღეს ევროპის დღეა და ის პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა. შარლ მიშელის გამოსვლამდე, ღონისძიებაზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
Home T0P სიახლეები თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია – შარლ მიშელმა ქართველ ხალხს...