22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი – შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.
რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.
ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:
- ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
- ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
- ღვინის დეგუსტაცია;
- შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
- მასტერკლასები;
- ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.
სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს – ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, ვიქენდის ჯავშნებზე.