
თიბისის თვითდასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს- მათ უკვე სამომხმარებლო სესხის აღება 2 წუთში, მობაილბანკიდანაც შეუძლიათ. რაც მთავარია, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
თვითდასაქმებულში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვისაც შემოსავალი (ნებისმიერი პირისგან) თიბისიში ნებისმიერი დანიშნულებით ერიცხება: ფრილანსერები, მხატვრები, რეპეტიტორები, ძიძები, მკერავები, მძღოლები, ხელოსნები და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი სესხი აიღოს, თიბისიში ჩარიცხვები ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად უნდა უფიქსირდებოდეს. სესხის გაცემისას, ასევე გათვალისწინებული იქნება შემოსავალი და ბანკის დაკრედიტების წესები.
თვითდასაქმებულები სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობაში შეზღუდულები არ არიან: სახლის რემონტი, ავეჯის განახლება, მოგზაურობა, მანქანის შეძენა, არსებული სესხების გაერთიანება და სხვა.
თვითდასაქმებულების სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომ ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას უმარტივებს.