29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება, სამეცნიერო კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.”
კონფერენციის ორგანიზატორები არიან – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი, პოლკოვნიკი, გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი.
კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე;