ისრაელში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

26
spot_img

ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში, იერუსალიმსა და კესარიაში, არჩევნების დანიშვნისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბაამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ შეკრებილების დაშლას.

აქცია იმართება იერუსალიმშიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილები მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.