
ირანმა კატარში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა კატარის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციით განახორციელა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
გაზეთის ცნობით, თეირანმა „წინასწარ შეატყობინა, რომ თავდასხმა იგეგმებოდა მსხვერპლის შესამცირებლად“.
ამ ინფორმაციის წყაროდ გამოცემა სამ ირანელ მაღალჩინოსანს ასახელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ კატარში მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს თავდასხმა, IRGC-ის განცხადებით, ამერიკის მიერ ირანის „მშვიდობიან“ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია.