თბილისში ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი, უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები – ირაკლი ღარიბაშვილის შვილი

2
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ საქართველოში 1 თვითაა ჩამოსული, ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე კი პენსილვანიაში დაბრუნდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რითაც ის აშშ-ში უნივერსიტეტის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში, ჩემს ოჯახთან, 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, – განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლებლის დატოვება მოსთხოვა.