თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

4
spot_img

თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.