თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.