თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, – ამის შესახებ ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია “აზიმუტის” თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა რუსულ გამოცემა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-იდან რუსი მგზავრებისთვის კარგ შეთავაზებებს აკეთებენ ტრანზიტის მხრივ, იხსნება რეისები ევროპაში – პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც ახლა პირდაპირი ფრენები დახურულია. შედეგად რუსები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო კვანძს მიიღებენ – სტამბულის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ… Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ [ჰაბი] ისე ავაწყოთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რათა გადაჯდომა დროში მოკლე იყოს, საათი-საათ-ნახევარი,” – განაცხადა ვანცევმა.