,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს.
თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს.
საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.