თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

13
spot_img

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისობის დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 5 და 6 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები თავიანთი კუთხეების ტრადიციებს გააცოცხლებენ. მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ფოლკლორული კონცერტები, მოეწყობა ქართული ღვინის კუთხეები. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

5 ოქტომბერი
შიდა ქართლი – მრავალფეროვანი გამოფენები, ძველი ქართული ჭიდაობა, თონეში ნაზუქის ცხობის მასტერკლასი, რეწვის მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

ქვემო ქართლი – მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

გურია – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, მოსავლის აღება-დაბინავების ეთნოგრაფიული რიტუალები, ფოლკლორული ღონისძიებები.

მცხეთა-მთიანეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, მოხეური და ხევსურული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

რაჭა – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, რაჭული სტუმარმასპინძლობის რიტუალები, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სვანეთი – უძველესი სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, სვანური რიტუალები და ფოლკლორული ღონისძიებები.
სამეგრელო – მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული სამზარეულოს გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

6 ოქტომბერი
აფხაზეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, აფხაზური ტრადიციების გაცოცხლება, კულინარიის ნიმუშების წარდგენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია – ოსური ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენა, კულინარიული მასტერკლასები, ოსური ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=847657784216912&set=a.230957325886964&type=3&ref=embed_post