თაღლითობის საქმეზე მოსამართლემ დონალდ ტრამპს 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

42
spot_img

ნიუ-იორკის მოსამართლემ, არტურ ენგორონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო თაღლითობის საქმეზე და მას 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს სამი წლის განმავლობაში არ მიეცემა უფლება „მოიძიოს სესხი ფინანსური ინსტიტუტისგან, რომელიც დარეგისტრირებულია ნიუ-იორკში“.

გარდა ამისა, ტრამპს დაევალა 355 მილიონი დოლარის გადახდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სამი წლის განმავლობაში შტატის საწარმოებში თანამდებობების დაკავების უფლება არ ექნება.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებოდათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად.