„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრა არის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს წაადგება.
მისივე შეფასებით, „ოპოზიციას ელდა ეცა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა“.
„ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა. ამისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, რასაც ორივე მხარე მიჰყვება. მე მწამს და ამას ვნახავთ, რომ ელდა ეცა ოპოზიციას, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს მათ ინტერესებში არ შედის. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესს აბსოლუტურად სცდება, მაგრამ ეს არის მაღალი პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც წაადგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.