“სუს-ის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენიათ, თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ”

29
spot_img

განცხადება ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ პატიობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტიან მუშაობას, რითაც მათი არაერთი რევოლუციური სცენარი გამოააშკარავა.

„საქართველოს სპეცსამსახურზე როგორ იძიონ შური, „გლობალური ომის პარტიის“ სათავო ოფისში და მის ადგილობრივ ფილიალში, აღარ იციან. ფარდის ჩამოხსნის ტოლფასი იყო მათთვის USAID-ის მიერ “ბავშვთა ონკოლოგიის” საკითხებზე ჩამოყვანილი სახელმწიფო გადატრიალებების და “მაიდანის” მომწყობი სერბი პოლიტტექნოლოგების სრული დოკუმენტური მხილება.

ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი. რა თქმა უნდა, „სუსი“-სთვის ამის პატიება მათთვის ძნელი იქნებოდა. ძნელი იქნებოდა მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობის აღმოფხვრასთან შეგუება, კონტრაბანდული გზით გამოგზავნილი მთავარი „რევოლუციონერის“ დაპატიმრებით დაწყებული, სანქციების გვერდის ავლის არარსებული “შავი ხვრელების” მაძიებლების მხილებით გაგრძელებული და ა.შ.

ამ ეფექტური და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენიათ, თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ. ყველა ფრონტზე გარდაუვალ მარცხთან შეგუება, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამას – აუცილებლად მოუწევთ,“ – წერს ქართველიშვილი.