“სუს-ი მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას უდევს საფუძვლად” – შალვა პაპუაშვილი

219
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის მოკლვევა დაწყო.

პაპუაშვილის თქმით, სუს-ი მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად.

„სუს-მა განაცხადა, მათ შორის საჯაროდ, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს არის, რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. ვთქვით კიდეც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება საზოგადეობა.

ამაზე ითქვა კიდევაც, რომ ოთარ ფარცხალაძეს, ბოლო ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.