
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აშშ-ის საელჩოს მიერ სავარაუდო ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ინფორმაცია სავაჭრო ცენტრებში ბომბების სავარაუდო არსებობის შესახებ აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საკუთარ მოქალაქეები გააფრთხილა.