სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

10
spot_img

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

საგამოძიებო ექსპერიმენტში 20 ივნისის ღამეს დაზარალებულები მონაწილეობენ. 6 წლის წინ აქციის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები. ამ დროისთვის გამოძიების ფარგლებში უკვე 16 ადამიანი გამოიკითხა.

როგორც პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, დაზარალებულები დეტალურად მიუთითებენ, როდესაც ისინი დაზიანდნენ სად იდგნენ და მათი ხედვიდან გამომდინარე საიდან მოხდა გასროლა.

„შესაბამისად, ეს ყოველივე მნიშვნელოვანია გამოძიებისათვის, რათა მეტი დეტალი აღდგეს და შეძლებისდაგვარად ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება. მეორე მხრივ ეს თავისთავად ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ათობით პირი, შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ყველას ვთავაზობთ, ვისაც ამის სურვილი ექნება და შეძლებს, რომ ეს ყველაფერი აღიდგინოს. აბსოლუტურად ყველა საკითხი იქნება აღდგენილი. ჩვენი მხრიდან ამაზე მცდელობას არ დავაკლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მეტი დეტალი დადგინდეს საქმეზე“,- აღნიშნა ბერენიშვილმა.