,,სტიქიის ზონაში შემოვლითი გზებით შეღწევა საფრთხის შემცველია” – თემურ მღებრიშვილი

57
spot_img

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს,  რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

მისი თქმით, მოხალისეთა ჩართვა ძებნა-შველის ღონისძიებები საჭირო არ არის.

„დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები, ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ. ანალიზის საფუძველზე იგეგმება შემდეგი სტრატეგია, თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად მუშაობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი –  სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეებმა შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი. თუ დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად“, – აცხადებს მღებრიშვილი.