
სტარმერი და მაკრონი უარყოფენ პუტინის მოთხოვნას, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის შეწყდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე განაცხადეს, რომელმაც ონლაინ და ოფლაინ 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეკრიბა.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოწია. ხოლო ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. უარვყოფთ დამატებით პირობებზე ნებისმიერ წინადადებებს.
საუბარია მიწაზე, ზღვაში, ცაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების დაშორების შესაძლებლობით. იმათი დახმარებით, ვისაც კოალიციასთან შეერთება სურს, ეს გაკეთდება“, – განაცხადა სტარმერმა.
პუტინის პირობები ასევე უარყო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.
„სრულიად უარვყოფთ რაიმე დათმობების ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამთ: არავითარი წინასწარი პირობები იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე ან რამე სხვა მომენტებზე. არავითარი. მკაფიო უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, ის დამატებითი სანქციებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შედეგების წინაშე დადგება“, – განაცხადა მაკრონმა.