ხმაური და დაპირისპირება იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათია, ავტობუსია გაჩერებული რუსული სანომრე ნიშნებით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, სატრანსპორტო საშუალებას წითელი საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.
მოქალაქეების განმარტებით, ავტობუსის საქარე მინაზე გაკრული იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ემბლემა.
„წინ, საქარე მინაზე ავტობუსს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლი
კა და ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვენ, ქართველები, დავხვდეთ შესაბამისად და გავუმასპინძლდეთ. მე თუ მკითხავთ, ახლა ეს ავტობუსი უფრო ლამაზად გამოიყურება. ამბობენ, ტურისტები გვყავსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტურისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალოვანი რუსეთიდან“, – აცხადებს “სამოქალაქო აქტივისტი, “შეცვალეს” წევრიტიტე გედენიძე TV პირველთან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.