სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

7
spot_img

9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე ადგილზე ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც იყენებენ. სავარაუდოდ, დაშავდა აქციის ერთ მონაწილე, ასევე დაშავებულები არიან პოლიციელები.

აქციის დაშლამდე გაისმა მოწოდება წესრიგის დაცვისკენ, შემდეგ კი გამაფრთხილებელი სიგნალი, რითაც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.