სპეცოპერაცია აღმაშენებლის გამზირზე

138
spot_img

აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა,

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში უწყების თანამშრომლების მიერ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ოფისი დალუქულია.

არსებული ინფორმაციით, ოფისის ტერიტორიიდან პოლიციელებმა ერთ პირი გამოიყვანეს და ტერიტორია დატოვეს.

როგორც სამართალდამცველებმა წუხელ განაცხადეს, ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით მოხერხდა ტერიტორიაზე შესვლა.

ცნობისთვის, სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.