სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი-პრესსამსახური

15
spot_img

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი.

“­სამსახურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან არ განუხორციელებია არცერთი ზარი. აღნიშნულ პიროვნებასთან საგამოძიებო სამსახურს კომუნიკაცია არ ჰქონია.

კიდევ ერთხელ, მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”,- წერს ანი წიკლაური სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს: “ცივი იარაღი გქონდა და ათამაშებდი, ასევე, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდიო”.