სოზარ სუბარი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს აფასებს. ამ თემაზე კომენტარი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.
„როცა ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს ხელისუფლების მიმართ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და განსხვავებით იგივე ოთხოზორიასგან, ტატუნაშვილისგან, გინტურისგან, არავის ახსოვს მათი სახელები.
არც ხმაურდებოდა, როდესაც მაგალითად 2011 წელს ნიკა ჯოჯუა მოკლეს, ანჯაფარიძე იყო 2010 წელს მოკლული, რამდენიმე შემთხვევა იყო 2009 წელს. საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი საერთოდ არ მიდიოდა. პირიქით, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და ამაზე ხმაურის ატეხა არ ღირსო – ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს“, – ამბობს სუბარი.