სოხუმის დაცემის დღეს თბილისში სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება

8
spot_img

27 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდა-კუს ტბის საფეხმავლო ბილიკზე, საკენი-ჭუბერის გზისა და სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება.

სიმბოლური ლაშქრობა წელს მეორედ ტარდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საინიციატივო ჯგუფი „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“.

„32 წლის წინ, უამრავმა ადამიანმა თავის გადასარჩენად საკენი-ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარა და ასე დატოვა აფხაზეთი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ყინვასა და სიცივეში, საკვებისა და მიზერული პირობების გარეშე მოუწიათ ყოფნა. ამ გზაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილებმა მიიღეს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა.

27 სექტემბერს, „მეხსიერების ბილიკის“ მოწყობის მიზანია საკენი-ჭუბერის გზის გადააზრება და, ამ გზით, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისა და მათი მეგობრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ლაშქრობა ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკიდან დაიწყება (საიდანაც იღებს სათავეს სალაშქრო ბილიკი) და კუს ტბაზე დასრულდება, სადაც გაიმართება ფინალური ღონისძიება ეთნიკურად აფხაზი თუ არააფხაზი სპიკერების მონაწილეობით. ასევე, გაიმართება ინსპირაციული სემინარი – „სახლი“.

შეკრების ადგილი: 13:00 საათი, ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკი: (კოორდინატები)

ფინალური ღონისძიება: 17:00 საათი, კუს ტბა, „ცისკრის ტერასის“ მიმდებარე ტერიტორია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.