
სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, – აცხადებს რობერტ ფიცო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.
„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება.
უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ფიცომ.