,,სხვის პირად სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა” – კობახიძე

67
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები.

კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ არ დაესწრო ის აღნიშნულ ღონისძიებას.

„გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე. სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. სპეკულაციები ხელოვნურია. ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ღონისძიებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.