სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი“, – ჯო ბაიდენმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას მოელის ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართი საუბრიდან.
სან-ფრანცისკოში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, დაძაბული პერიოდის შემდეგ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოს.
შეგახსენებთ, ჯო ბიადენი და სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.