შვედეთის საელჩო, საქართველოში განცხადებას ავრცელებს

14
spot_img

საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით,შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, აღნიშნული პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას”, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს განცხადებაში.