შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის თავდაცვის მინისტრზე პოლ იონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.
იონსონის ცნობით, დახმარების მე-17 პაკეტი უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსებასთან ერთად, საბრძოლო მანქანებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, დამატებით საბრძოლო ნავებს, რაკეტებსა და შენიღბვისთვის საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მოგვიანებით შვედეთმა უკრაინას მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცეს.