შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 პოლიციელი დაშავდა

30
spot_img

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 სამართალდამცველი დაშავდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციელებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდა, პროტესტის გამოხატვისას არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს.