შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე 12 სამართალდამცველი დაშავდა

27
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 12 სამართალდამცველი დაშავდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბება. აქციის მონაწილეები აწყობილი აქვთ ბარიკადები, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველების მისამართით აქციის მონაწილეები პერიოდულად ისვრიან პიროტექნიკას.

მანამდე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.