შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

3
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ხელწერილითაა გათავისუფლებული „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.