შს მინისტრი მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, ადამიანების მკვლელობა და თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითიც ასეთი მიტინგი დასრულდებოდა -ირაკლი კობახიძე

1
spot_img

რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითიც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა, რომ არ ყოფილიყო მინისტრი ვახტანგ გომელაური და ყოფილიყო ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.

„არც კი მინდა, წარმოვიდგინო, იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რითი დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითიც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ პოლიციელებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან.