შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე და თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა

12
spot_img

2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.

 სახელმწიფო დროშები დაშვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.