შევეცდებით, რომ ყველა ოჯახში შევიდეთ, ავუხსნათ რატომ გვჭირდება ერთიანობა -გიორგი ვაშაძე

9
spot_img

12-მა წელმა ელიტა გაამდიდრა, ხალხი გააღარიბა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა.ამაზე მძიმე რეალობა შეუძლებელია დამდგარიყო, ამიტომ ერთიანობით წინ გამარჯვებისკენ და აუცილებლად მთელ საქართველოს მოვივლით, გველოდეთ ყველგან აბსოლუტურად, შემოგვეხმიანეთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“100 დღე დარჩა არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, რომელიც არის საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე და 100 დღეში ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე, 100 დღეში ევროკავშირისკენ სვლამ უნდა გაიმარჯვოს ჭაობზე, 100 დღეში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და საერთოდ დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ. სწორედ, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ერთიანობის ეს მნიშვნელოვანი მოძრაობა და დღეიდან მთელ საქართველოს მოვივლით, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს. შევეცდებით, რომ ყველა ოჯახში შევიდეთ, ავუხსნათ რატომ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის, რომ ერთიანობა არის საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ერთიანობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ წინ წავიდეთ.

12-მა წელმა ელიტა გაამდიდრა, ხალხი გააღარიბა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა. ხალხო, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ამაზე მძიმე რეალობა შეუძლებელია დამდგარიყო, ამიტომ ერთიანობით წინ გამარჯვებისკენ და აუცილებლად მთელ საქართველოს მოვივლით, გველოდეთ ყველგან აბსოლუტურად, შემოგვეხმიანეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.