ჩვენ რომ სანქცია დავუწესოთ, როგორ გგონიათ, რომ რუსეთის ფედერაცია ისეთი რბილია დამოკიდებულებებში და ურთიერთობებში, რომ თვითონ საპირისპირო ნაბიჯს არ გადადგამს თუ როგორ გვესახება მისი ინტერესი?!, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საქართველო, როგორც სატრანზიტო რესურსის ქვეყანა, რომელიც ესოდენ საგანგებოდ მნიშვნელოვანია ევროპისათვის, რასაკვირველია, რუსეთს ენდომება რომ ევროპასთან ურთიერთობის თემა შეაჯანჯღაროს.
მილსადენის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და აქვს თუ არა მას ბერკეტი, რომ ისე გააკეთოს, რომ შენ საერთოდ საინტერესო არ იყო ეკონომიკურად ევროპისთვის. შეუძლია დაგაზიანოს ისე, რომ ვერ ამოისუნთქო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.