ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან, ერთმანეთს აგინებენ და ალბათ, ხვალაც შეიკრიბებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის.
„ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება არ მოვწონდე, შეიძლება ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ან ვაგინოთ, ან ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე“, – განაცხადა კახა კალაძემ.