ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი.თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“ – წერს უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში.
„გადადიხარ ეზოდან ეზოში, სახლიდან სახლში, ნანგრევებიდან ნანგრევებზე, ირგვლივ მიტოვებული შინაური ცხოველები, ძაღლები აღარც კი ყეფენ, არც კუდს გიქიცინებენ, უნდოდ და შიშით გიყურებენ, ადამიანის მიმართ ნდობადაკარგული თვალებით, კაცთა მოდგმა მათში უკვე მხოლოდ აფეთქებასთან, საზარელ გრუხუნთან და ნგრევასთან ასოცირდება.სოფლების ირგვლივ უკიდეგანო მინდვრები, ოდეს ხორბლითა და მზესუმზირით, ახლა კი ნაღმებით ნათესი.
ფრთხილად მიაბიჯებ, იცი შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდება, აქ ყველაფერი ომითაა გაჯერებული, ჰაერი დენთის სუნით, ეთერი ჭურვების აფეთქების ხმით. აქვე ასიოდე მეტრში შავი ბოლი მოსჩანს, ახალმოფრენილი ჭურვის აფეთქების შედეგი, აქვეა ცადაღმართული ცეცხლოვანი ან თეთრი სვეტები ნიშნად საპასუხო ცეცხლისა. სარეველებში ყვავილებსაც ხედავ, საოცრად ლამაზებს, ხედავ ნაღმისგან ნახევრადგადამტვრეულ, მაგრამ მაინც ახლადგაფურჩქნული კვირტებისგან აფეთქებულ ხეს, თითქოს ირეალურ სამყაროში ხარ, თითქოს აქ არის ყველაფერი თავმოყრილი, ადამის დღიდან მოხეტიალე კაცთა მოდგმის ბნელიც და ნათელიც, აქ შესჭიდებიან ერთმანეთს, აქ უნდა გადაწყდეს ბოროტი დაჯაბნის ნათელს თუ ნათელი იზეიმებს ბნელეთზე.
შეჰყურებ ამ ყველაფერს და ხვდები აქ შემთხვევით არ ხარ მოხვედრილი, რომ რაღაც მისია გაკისრია, რომ ვალდებული ხარ მოაშთო ბოროტი, ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი. თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“