აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.
„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვისაუბრეთ დემოკრატიის მომავალზე საქართველოში და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე. შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ხალხის აშკარა ევროატლანტიკურ სურვილებს“, – წერს შოლე.