სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “მეგობარ აქტს” მხარი დაუჭირა

52
spot_img

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მეგობარ აქტს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

კანონის ძალაში შესვლას კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი კომიტეტის, შემდეგ კი მთლიანი პალატების მიერ დამტკიცება სჭირდება.

ამასთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ დღეს დახურულ რეჟიმში განიხილეს. ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელ განხილვასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის გავრცელებული არ არის.

ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.