„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გარკვეული ჯგუფები ამერიკიდან ცდილობენ საქართველოში პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოიყვანონ ახალი აქტორები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ისინი არიან დამოუკიდებლები.
„შეიძლება რაღაც მომენტში, ახალმა პერსონაჟმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვიოს, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი ჩაჯდება კალაპოტში. საზოგადოება დაინახავს, რომ ეს არის ამ სქემის ნაწილი. როცა ლომჯარია ამბობს, რომ ურჩევნია თავზე ბომბები სცვიოდეს, ვიდრე ასეთი სირცხვილი გადაიტანოს, ჯერ ერთი, არავის სჯერა ამისი და მეორე – არავის უნდა ეს. არავის უნდა, თავზე ბომბები სცვიოდეს. იმიტომ რომ არის ომის დრო, არის მშვიდობის დრო. ჩვენთვის ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება აყვავება, სტაბილურობა, ეკონომიკური სარგებლიანობა. ვინც იქნება ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, გაირიყება პოლიტიკური ცხოვრებიდან, როგორც დღეს „ნაცმოძრაობა“, – აცხადებს შათირიშვილი.
ფილოსოფოსის წერილში მოხვდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც „ეროვნული თანხმობის“ პროცესს ჩაუდგა სათავეში, ვიქტორ ყიფიანი, რომელიც წარსულის დავიწყება საუბრობს/ შათირიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსგავსი კომპრომისი საზოგადოების ღალატს და საქართველოში იმ ძალების გამარჯვებას ნიშნავს, რომლებსაც დღეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
„საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია. ეს არის ძალა, რომელიც წარსულში გვექაჩება. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2022 წლამდე იყო. 2022 წელს დაიწყო ომი და არის 2 ვარიანტი: ამ ომში ან უნდა ჩაერთო ან არ უნდა ჩაერთო“, – დასძინა შათირიშვილმა.