იძულებით გადაადგილებული პირები მათი განსახლებისა თუ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ.
ახალი ვებგვერდი – https://idp.moh.gov.ge/ მაქსიმალურად მორგებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს და შესაძლებლობას აძლევს მათ მარტივად და სწრაფად გაეცნონ ინფორმაციას იმ პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.