საუკუნის აფიორაზე, რასაც „რუსული კანონის“ კამპანია ერქვა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უდიდესი მდგრადობა აჩვენეს, ასეთი მდგრადი უმრავლესობა მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება -მდინარაძე

12
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საუკუნის აფიორაზე, რასაც ე.წ. რუსული კანონის კამპანია ერქვა და უპრეცედენტო ბულინგი იყო შიგნიდან თუ გარედან, უდიდესი მდგრადობა აჩვენეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მდგრადი უმრავლესობა მსოფლიოში ალბათ იშვიათად მოიძებნება.

„ალბათ, სამ კაცში არ ინახება ხოლმე საიდუმლო და 84-მა ადამიანმა შეძლო, რომ ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც საიდუმლოდ ითქმოდა უმრავლესობის სხდომაზე. სხვათა შორის, წინა მოწვევის პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე რაღაცას რომ ვიტყოდით, სამ წუთში თქვენ გვეკითხებოდით. დღეს, ამის ფუფუნება საბედნიეროდ არ გაქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.