„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 422 გემი შემოვიდა – მათგან ყველაზე მეტი, 50.5%, ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი იყო

3
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების 2025 წლის მე-2 კვარტლის ძირითად მაჩვენებლებს აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 422 გემი, რომელთა 50.5% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.% — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.7% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

„2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49.0 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38.9 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 31.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი — თურქეთის, 10.9 პროცენტი — მალტის, 7.1 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 17.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51.8 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.7 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 17.2 პროცენტი — ნაყარი ტვირთი“-ნათქვამია ინფორმაციში.