საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი ჰყავს. ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.