საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების” ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების“ ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება. მხარს ვუჭერთ ქართველებისთვის მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მყარ საფუძველზე,” – ნათქვამია განცხადებაში.