„საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“ – ნათელაშვილი

74
spot_img

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი  მედიასთან IRI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავის პარტიას 2%-იანი რეიტინგი განზრახ დაუწერეს.

მისივე თქმით, ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელსაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“.

„ძვირფასო ამერიკელებო, წააბრძანეთ კელი დეგნანი აქედან, იგი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყო. გვარამია, რომელიც ახლა ციხეშია, საუბრობდა ამაზე, თუ რა ხმებიც დადიოდა. არ შეიძლება ამ ქალის აქ მუშაობა, ის ობიექტური არ არის, სუბიექტურია ამდენი ხანი პარტიის აკრძალვაზე ელჩი რომ არ გააკეთებს განცხადებას, ამერიკისგან დაფინანსებულ არცერთ არასამთავრობოს ნერვი რომ არ შეუტოკდება, როგორ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ორგანიზაციებს საქართველოში უნდოდეთ დემოკრატია, რა განასხვავებთ მათ პუტინისგან?

ანტიამერიკელობას ჩვენ ვერ დაგვაბრალებთ, მაგრამ უნამუსობასაც აქვს საზღვარი. რომ მოაქცევ „ლეიბორისტულ პარტიას“ „გირჩებს“ შუა, წინ რომ გვისწრებს კიდევ „თვალთხარიად“ წოდებული გახარია, აღარ არის უკვე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ერთადერთი, ვისაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“. 2%-ს რომ დაგვიწერენ, 2% ნამუსი არ გაგაჩნიათ. რით ვერ დაიღალნენ ჩვენთან ომით? საქართველოში  აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა ნათელაშვილმა.