საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ჯო უილსონი

8
RB6
spot_img

საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ჯო უილსონი
საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ამის შესახებ  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა “ამერიკის ხმას“ განუცხადა.

„ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა. ეს ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოს ისეთი ბრწყინვალე მომავალი ელოდა!”, – ამბობს კონგრესმენი და დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის აგრესია უცხო და ახალი არაა.
“ამასთან, [ქართველები] ნამდვილად თავადაც იყვნენ კრიმინალი პუტინის ომის აგრესიის მსხვერპლნი… თბილისი კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი “, – აცხადებს უილსონი.